Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აბატე:“ დუბლის მიუხედავად, იბრა დერბის შემდეგ გაბრაზებული იყო“

მილანის ყოფილი მცველის, იგნაციო აბატეს თქმით, მილანური დერბის შემდეგ ის ზლატანს ესაუბრა და შვედი ფეხბურთელი ძალიან გაბრაზებული იყო.

„დრო ყველასთვის ერთნაირად გადის, თუმცა ზლატანი მაინც უმაღლეს დონეზეა. მისი მენტალური და ფიზიკური დონე გასაოცარია.

„მან თამაში აუცილებლად უნდა გააგრძელოს, რადგან ზლატანს კვლავ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოედანზე სხვაობა შექმნას.

„დერბის შემდეგ მას ვესაუბრე და გაცუდებული პენალტის გამო ის ძალიან გაბრაზებული იყო. ეს სწორედ ის მენტალობაა, რაც მთელს გუნდს წინსვლას აიძულებს.“