Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აბრამოვიჩი ლუკაკუს ტრანსფერს პირადად ხელმძღვანელობს

ინტერის უარის მიუხედავად, ჩელსი რომელუ ლუკაკუს გაფორმების იმედს მაინც არ კარგავს და ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბელგიელი ფორვარდის ტრანსფერს პირადად გუნდის მფლობელი რომან აბრამოვიჩი ხელმძღვანელობს.

Eurosport-ის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვების შემდეგ ტუხელმა ლურჯების მფლობელს ლუკაკუს გაფორმება სთხოვა და რუსი მილიარდელი მზად არის, მას ეს თხოვნა შეუსრულოს.

ნერაძურის ლუკაკუს გაყიდვა არ სურს, თუმცა ბენეამატას 30 ივნისამდე ფინანსური ბალანსის დასაცავად მინიმუმ 100 მილიონი ევრო სჭირდება და არ არის გამორიცხული, რომ საბოლოოდ მისი გაყიდვა მოუწიოს…

გათიშვა