Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აბრაჰამის უარი რომას და ატალანტას

რომელუ ლუკაკუს ჩელსიში ტრანსფერმა ერთგვარი დომინოს ეფექტი გამოიწვია, რომლის შემდეგაც ინტერი მის შემცვლელად რომადან ედინ ჯეკოს, ატალანტადან კი დუვან ძაპატას გაფორმებას განიხილავენ, რომლებიც თავის მხრივ ახალი ფორვარდის ძიებაში არიან და ორივე მათგანი ჩელსის ფორვარდის ტამი აბრაჰამის ტრანსფერით ინტერესდებიან.

ჩელსის 23 წლის ფორვარდს ბევრი სათამაშო დრო არც აქამდე ეძლეოდა და ლუკაკუს გადასვლა მის ლონდონში დარჩენას ფაქტობრივად გამორიცხავს, ამიტომ იტალიური გუნდები მის გაფორმებას განიხილავდნენ.

თუმცა Calciomercato-ს ცნობით, ახალგაზრდა ინგლისელი ფორვარდი იტალიაში გადასვლით დაინტერესებული არ არის და მას კარიერის გაგრძელება არსენალში სურს.