Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აბრაჰამი:“ მე რომაში ტიტულების მოსაგებად ვარ“

რომას ახალწვეულმა ტამი აბრაჰამმა ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯალოროსის რიგებს ტიტულების მოსაგებად შეუერთდა.

„გასულ სეზონში ჩელსის რიგებში იმაზე ნაკლები ვითამაშე, ვიდრე იმედი მქონდა, ამიტომ მე გუნდის გამოცვლას სერიოზულად ვფიქრობდი.

„ტიაგუ პინტუსა და ჟოზე მოურინიოსთან საუბრის შემდეგ მივხვდი, თუ რამდენად ამბიციური პროექტი ჰქონდა რომას. მე აქ არა მხოლოდ გოლების გასატანად, არამედ ტიტულების მოსაგებად მოვედი და იმედი მაქვს, რომ ამას ჩვენ პირველივე სეზონში გავაკეთებთ.

„საყვარელი პოზიცია ? მე მზად ვარ იქ ვითამაშო, სადაც მწვრთნელი მეტყვის. მე კარიერა მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე დავიწყე, ამიტომ როგორც ცენტრში, ასევე ფლანგზე შემიძლია თამაში.

„იტალიური ფეხბურთი ? იტალიური გუნდების ყურების შემდეგ მივხვდი, რომ აქ ტაქტიკას გაცილებით დიდი ყურადღება ექცევა და დაცვაში გუნდები უკეთ თამაშობენ.

„სერია ა-ში გუნდები ყოველთვის ორგანიზებულები არიან და მოედანზე ზედმიწევნით კარგად არიან განთავსებულნი. პრემიერ ლიგაში დიდი გუნდები ყოველთვის დომინირებენ, იტალიაში კი ყველაფერი უფრო დაბალანსებულია.

„აქ ყველა გუნდი მატჩისთვის შესანიშნავად არის მომზადებული.

„გადმოვედი თუ არა რომაში ჟოზეს გამო ? მან დიდი როლი ითამაშა, მაგრამ მხოლოდ მის გამო ჯალოროსის რიგებში არ გადმოვსულვარ. მე რომას ყოველთვის ვაკვირდებოდი, რუდიგერმა რომას შესახებ ძალიან კარგად ისაუბრა, მოურინიო კი არის გამარჯვებული, ეს კი ძალიან მნიშნელოვანი თვისებაა.

„ჯეკო ? ედინი წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშობდა და რომას რიგებში ისტორია დაწერა, მაგრამ ახლა ჩემი ჯერია და მე მზად ვარ, რომ გუნდის დასახმარებლად ყველაფერი გავაკეთო.

„მე ჩემი შესაძლებლობების მწამს და ვიცი, რომ გუნდის დახმარება შემიძლია.

„ქომაგები ? უნდა ვთქვა, რომ ჩემი აქ ჩამოსვლის პირველივე წამიდან ქომაგები ყველგან შესანიშნავად და დიდი სითბოთი მეგებებიან. იგივეს თქმა შემიძლია თანაგუნდელებზე და მთლიანად გუნდზე, მე თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში.“