აბრაჰამი:“ რომასთან ერთად ამ სეზონშიც ტიტულის მოგება მსურს“
რომას ფორვარდის ტემი აბრაჰამის თქმით, პაუზა მას დაეხმარა და მზად არის, გუნდს ტიტულისთვის ბრძოლაში დაეხმაროს.
„მე სეზონის პირველი ნახევარი არც თუ ისე კარგად ჩავატარე, თუმცა პაუზის დროს ფორმის აღდგენაზე ბევრი ვიმუშავე და ვფიქრობ, რომ ახალი წლის შემდეგ გაცილებით კარგ ფორმაში ვარ.
„ფეხბურთში ასეთი რთული პერიოდები კარიერის განუყოფელი ნაწილია, ასეთ დროს მთავარია საკუთარ თავში რწმენა არ დაკარგო და მუშაობა გააგრძელო.
„რა არის ჩემი მიზანი ამ სეზონში ? გასული სეზონის სტარტზე ვთქვი, რომ ჩემი მიზანი ტიტულის მოგება იყო და ჩვენ ეს მოვახერხეთ, ჩემი სურვილი არც ამ სეზონში შეცვლილა და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ყველაფერი, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.“