Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აბრაჰამი:“ რომაში თავს ოჯახის წევრად ვგრძნობ“

რომას ფორვარდმა ტამი აბრაჰამმა, რომელმაც ჯენოას კარში ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდს უმნისვნელოვანესი ქულები მოუპოვა, მატჩის შესახებ ისაუბრა.

„მე ეს გუნდი ძალიან მიყვარს. როგორც უკვე ვთქვი, რომაში გადმოსვლის პირველივე დღიდან მე თავს ოჯახის წევრად ვგრძნობ. აქ, ჩვენი ქომაგების წინ გოლის გატანაზე უკეთესი გრძნობა არ არსებობს.

„გასული კვირეები ჩემთვის პროდუქტიულობის მხრივ საუკეთესო არ ყოფილა, მაგრამ მე მწვრთნელის და თანაგუნდელების მხრიდან ნდობის ნაკლებობა არასოდეს მიგრძვნია და ბედნიერი ვარ, რომ ბოლო 2 მატჩში გოლების გატანა დავიწყე.

„ვსავლობ თუ არა იტალიურ ენას ? მომეცით 3 თვე და მე თქვენ ინტერვიუს იტალიურად მოგცემთ.“