Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აბრაჰამს სამედიცინო შემოწმება დღეს ჩაუტარდება

რომას ფორვარდს ტამი აბრაჰამს სამედიცინო შემოწმება დღეს ჩაუტარდება, რის შემდეგაც გაირკვევა, მოახერხებს თუ არა ის 2022 წლის პირველ მატჩში, რომელიც მილანის წინააღმდეგ გაიმართება, მონაწილეობის მიღებას.

ტამი აბრაჰამი, რომელიც ყველა ტურნირზე 12 გოლით გუნდის ბომბარდირი გახლავთ, მოედნიდან ტრავმის გამო სამპდორიასთან შეხვედრის მსვლელობისას ნაადრევად გაიყვანეს.

Corriere di Roma-ს ინფორმაციით, აბრაჰამი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, რის შემდეგაც მისი დაზიანების სიმძიმე და მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი გვეცოდინება.