Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აგენტებს შემოსავლების ლიმიტი დაუწესდებათ

FIFA-მ დააანონსა, რომ მომდევნო სეზონიდან დაწყებული, საფეხბურთო აგენტებს შემოსავლების მხრივ ლიმიტი დაუწესდებათ, რომელიც ტრანსფერის საერთო ღირებულების მაქსიმუმ 10 პროცენტი იქნება.

ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კი აგენტების მიერ გამომუშავებული სარეკორდო თანხა გახდა. 2021 წელს მათ საერთო ჯამში 443.6 მილიონი ევრო გამოიმუშავეს, საიდანაც 183.18 მხოლოდ ინგლისურ და იტალიურ გუნდებზე მოდის.