Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აგენტი:“ვერეტუ რომაში ბედნიერია“

ჯორდან ვერეტუს აგენტის თქმით, მიუხედავად ნაპოლის ინტერესისა, ფეხბურთელს რომაში დარჩენა სურს.

ვერეტუ რომაში ფიორენტინადან იჯარის წესით გასულ ზაფხულს გადავიდა და ჯალოროსი მას 16 მილიონ ევროდ გამოისყიდის, თუმცა ფრანგი ფეხბურთელის ხელში ჩაგდება ნაპოლისაც სურდა.

„საიდუმლო არავისთვის არის, რომ მისი გაფორმება ნაპოლის ჯერ კიდევ გასული ზაფხულიდან სურდა.

„ვერეტუ რომაში ბედნიერია და ჯალოროსის რიგებშ დარჩენა უნდა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ იქნება რომას მომავალი სპორტული დირექტორი, რომ გუნდის გეგმების შესახებ გავიგოთ, თუმცა ის წასვლას არ აპირებს.“

27 წლის ფეხბურთელმა რომას მაისურით 33 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.