Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აგენტი:“ვერეტუ რომაში დარჩება“

ბოლო პერიოდში ჯორდან ვერეტუს რომადან შესაძლო წასვლის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, რაზეც კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა გააკეთა.

„არ მესმის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯორდანი ნაპოლიში გადადის, საიდან ჩნდება. გარანტიას გაძლევთ, რომ ვერეტუ მომავალ სეზონში რომას ღირსებას დაიცავს.“

ფრანგი ფეხბურთელი ჯალოროსის გასულ სეზონში იჯარის წესით, ფიორენტინადან შეუერთდა და ჯალოროსიმ ფეხბურთელი გამოისყიდა. ვერეტუს რომასთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა მისი ნაპოლიში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჭორები არ წყდება.

ვერეტუმ რომას მაისურით 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.