Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აგენტი:“ინსინიე ოპტიმისტურად არის განწყობილი“

ლორენცო ინსინიეს აგენტმა ფეხბურთელის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა,რომ თუ ლორენცო 80 პროცენტით მაინც იქნება მზად,ის ბარსელონასთან აუცილებლად ითამაშებს.

„ლორენცოს ბარსელონას წინააღმდეგ თამაში ძალიან უნდა და ოპტიმისტურად არის განწყობილი.ის თავისი თავის საუკეთესო ექიმი თავად არის და თუ ჩათვალა,რომ 80 პროცენტით მაინც არის მზად,ინსინიე გუნდს აუცილებლად დაეხმარება.

„ლორენცო თამაშის შემდეგ ცრემლებს ვერ იკავებდა,რადგან ფიქრობდა,რომ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის დახმარებას ვერ შეძლებდა,თუმცა ვიღაც სულელი ხალხის აზრით,მას ქალაქი და გუნდი არ ადარდებს.ინსინიემ ნაპოლის და გუნდის გულშემატკივრებს ყველაფერი მისცა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.