Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აგენტი:“იუვენტუსს ჟორჟინიოს შეძენა გაუჭირდება“

ჟორჟინიოს აგენტი ჯოაო სანტოსი მიიჩნევს,რომ ტურინელებს,მაურიციო სარის ფეხბურთელთან კარგი დამოკიდებულების მიუხედავად,ჩელსის ნახევარმცველის გაფორმება გაუჭირდებათ.

„ჩემი აზრით,უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსს ჟორჟინიოს ყიდვა გაუჭირდება,რადგან პანდემიის შემდგომი სატრანსფერო პერიოდი განსხვავებული იქნება და გუნდები მაქსიმალურად შეეცდებიან იმ ფეხბურთელების შენარჩუნებას,რომლებსაც კონტრაქტი 2 წელზე მეტი აქვთ დარჩენილი.ჩემს კლიენტს კი ჩელსისთან ხელშეკრულება 2023 წალმდე აქვს.

„ის გუნდის ვიცე-კაპიტანია და გუნდში მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება.

„მე მხოლოდ იუვენტუსს არ ვგულისხმობ,ეს ევროპის ყველა გუნდს ეხება.“