Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აგენტი:“კიაერს მილანში დარჩენა უნდა,თუმცა…“

სიმონ კიაერის აგენტმა განაცხადა,რომ ფეხბურთელს მილანში დარჩენა უნდა,თუმცა მილანს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

31 წლის დანიელი სევილიას საკუთრებაში იმყოფება და მილანში იჯარის წესით თამაშობს.

„დაიერი მილანში მისვლის დღიდან ძალიან ბედნიერია და აქ დარჩენა უნდა.მან ადაფტაციის პერიოდი უმოკლეს პერიოდში გაიარა და ძალიან კარგად თამაშობს.მას მილანში დარჩენა უნდა და ვფიქრობ,ამის შესაძლებლობა არსებობს,მილანს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს.

„მე როსონერის წარმომადგენლებს ვესაუბრე,თუმცა მათ კონკრეტული ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ,ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

„ფეხბურთელის გამოსასყიდი პუნქტი 30 ივნისამდეა აქტიური და ვნახოთ,მოინდომებენ თუ არა მილანში მის დატოვებას.სიმონს სწამს,რომ მას შეუძლია გუნდს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კარგი დახმარება გაუწიოს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.