Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აგენტი:“ლაუტაროს ბარსელონაში ტრანსფერი მედიის მოგონილია“

ბოლო თვეების განმავლობაში ლაუტარო მარტინესის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე ძალიან ბევრი დაიწერა,თუმცა როგორც ჩანს,ეს ყველაფერი მედიის გაბუქებული მორიგი ჭორი აღმოჩნდა.

„ლაუტაროს ბარსელონაში ტრანსფერი მედიის მოგონილი უფროა,ვიდრე რეალობა.მარტინესს ინტერთან 3-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ის ნერაძურის რიგებში ბედნიერია.მას სერია ა-ში კარგი სეზონი ჰქონდა,წინ კი ევროპა ლიგის მატჩები აქვს და იმედი მაქვს,რომ ინტერი ამ ტურნირს მოიგებს.

„ბარსელონასთან კონტაქტი მართლაც გვქონდა,თუმცა ეს რამდენიმე თვის წინ იყო და მისი ტრანსფერი იდეის დონეზე განვიხილეთ,დანარჩები კი  ყველაფერი მედიის მოგონილია.

„გადავა თუ არა ის ბარსაში მომავალ სეზონში?ვერ გეტყვით,ლაუტარო ძალიან ჭკვიანი ბიჭია და ჩემი რჩევები მას არასდროს არ სჭირდებოდა.ის სრულყოფილი მოთამაშეა და ნებისმიერ გუნდს ძალიან დაამშვენებს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.