აგენტი:“ჟორჟინიოს ფასი გაიზარდა“

ჟორჟინიოს აგენტის მტკიცებით,მას შემდეგ,რაც ფეხბურთელი ჩელსის შეუერთდა მისი სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა და მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე,მისი შეძენა არავის შეუძლია.

იტალო-ბრაზილიელი ჩელსიში ნაპოლიდან 2018 წელს,60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.მას ლონდონურ გუნდთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.

უკვე რამდენიმე კვირაა ვრცელდება ინფორმაცია,რომ მაურიციო სარის ნაპოლის და ჩელსის შემდეგ,ჟორჟინიოსთან მუშაობის სურვილი იუვენტუსშიც აქვს და ფეხბურთელის შეძენას ითხოვს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჟორჟინიოს სატრანსფერო ფასი გაიზარდა.მან ჩელსიში შესანიშნავი თამაში აჩვენა და იტალიის ნაკრების შეუცვლელი წევრიც გახდა.

„ის ახლა ჩელსის ვიცე-კაპიტანია და წლიდან წლამდე უფრო დახვეწილი და გამოცდილი ხდება.ვფიქრობ,უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის გაფორმებას ვერავინ შეძლებს,რადგან კრიზისის გამო მისი ღირებულების გადახდა არავის შეუძლია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.