აგენტი:“ჩალჰანოღლუს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა“

ჰაკან ჩალჰანოღლუს აგენტის თქმით,თურქი ფეხბურთელი მილანში ბედნიერია,თუმცა მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის და მისი მოგების ამბიცია აქვს.

„ჰაკანმა კარანტინის დროს ძალიან ბევრი იშრომა და ფორმაში დარჩა.ის ისე მოიქცა,როგორც ნამდვილი პროფესიონალები იქცევიან და რაც თქვენ ლეჩესთან თამაშის დროს ნახეთ,ეს მისი შესაძლებლობების მცირე ნაწილია.ჩალჰანოღლუ უნივერსალური მოთამაშეა და ბევრ ტაქტიკას შეუძლია შეეწყოს,ეს თქვენ უკვე ნახეთ.

„ფეხბურთელის კონტრაქტი გუნდთან 2021 წელს იწურება.ის მილანში თამაშით ბედნიერია,თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.ახლა ის სეზონის წარმატებით დასრულებაზეა კონცენტრირებული,მის მომავალზე ამის შემდეგ ვიმსჯელებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.