Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აგენტი:“ ბაკაიოკოს ნაპოლიში დარჩენა სურს“

ტიემუ ბაკაიოკოს აგენტის თქმით, მის კლიენტს ნაპოლიში დარჩენა სურს.

ბაკაიოკო პარტენოპეის სეზონის სტარტზე ჩელსიდან იჯარის წესით შეუერთდა.

„ტიემუ სპეციასთან გატანილმა გოლმა ძალიან გაახარა. მას უკვე დიდი ხანია გოლი არ გაუტანია და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში გუნდის დახმარება მის თავდაჯერებულობას უფრო გაზრდის.

„დარჩება თუ არა ის ნაპოლიში ? ამ თემაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, მას ჩელსისტან კონტრაქტი აკავშირებს და პატენოპეიში მხოლოდ იჯარით თამაშობს, თუმცა ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება, ტიემუს ნეაპოლში დარჩენა სურს.

„მან კარიერის განმავლობაში ბევრ გუნდში ითამაშა, თუმცა ახლა ძალიან ბედნიერია, რაც მის თამაშზეც დადებითად აისახება.“

გათიშვა