Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აგენტი:“ ბერარდი 50 მილიონი ღირს“

დომენიკო ბერარდის აგენტის თქმით, მისი კლიენტი მინიმუმ 50 მილიონი ევრო ღირს.

„ის გუნდის დატოვებასთან ყველაზე ახლოს 2016 წელს იყო, თუმცა მაშინაც სასუოლოს ხელმძღვანელებთან სინქრონულად მოქმედებდა და საბოლოოდ ის ნეროვერდის შემადგენლობაში დარჩა.

„როდესაც შენ სერია ა-ში დებიუტი 18 წლის ასაკში გაქვს და მილანს 4 გოლს გაუტან, გასაკვირი არ არის, რომ შენი გაფორმება ძალიან ბევრ გუნდს მოუნდება.

„თუ მომავალში მოვა დრო, რომ ის გუნდიდან წავიდეს, ეს სასუოლოსთან სრული შეთანხმების ფონზე მოხდება. მისი ღირებულება მინიმუმ 50 მილიონი ევროა, რადგან სასუოლომ იცის, თუ რა ტალანტის და პოტენციალის მქონეა დომენიკო.“