Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აგენტი:“ დ’ამბროზიოს ოცნება და სურვილია, რომ ინტერში დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს“

დანილო დ’ამბროზიოს აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა. დ’ამბროზიო ინტერს 2013/14 წლების სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა. მისი კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა გავრცელებული ხმების მიხედვით ინტერი ფეხბურთელს ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს.

„დ’ამბროზიოს შეძენა წლების განმავლობაში არაერთმა გრანდმა სცადა, მათ შორის ნაპოლიმ, თუმცა ტრანსფერი ერთი მიზეზის გამო არ განხორციელდა – ის ინტერისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია.

„მისი სურვილი და ოცნება ნათელია, მას სურს, რომ მილანში მაქსიმალურად დიდი ხანი დარჩეს და ინტერის მაისურით არც კარიერის დასრულებაზე იტყვის უარს.“

32 წლის ფეხბურთელმა ნერაძურის შემადგენლობაში 217 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 19 გოლის გატანა მოახერხა და 17-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.