Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აგენტი:“ იგუაინი იტალიას ტოვებს“

გონსალო იგუაინის ძმამ, რომელიც პარალელურად მისი აგენტიც არის, ფეხბურთელის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

„პირლოს ვესაუბრეთ და ჩვენ მის პირდაპირობას ვაფასებთ. მან პირლოს ყველაფერი პირდაპირ უთხრა, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა და ეს მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელსაც კარიერაში 350 გოლი აქვს გატანილი, იტალიაში კი გოლების გატანა რომ ურთულესია, ყველამ იცის, თუმცა სამწუხაროდ ფეხბურთელის წარმატებას ძალიან მალე ივიწყებენ…

„თუმცა ჩვენ ფეხბურთში ვართ და ვიცით, რომ ასეთი რამ იშვიათობა არ არის.

„პიპიტას მიმართ ინტერესი საფრანგეთიდან, ინგლისიდან, ესპანეთიდან, ჩინეთიდან და ამერიკიდან არის. ჩვენ ბევრი წინადადება მივიღეთ და თითოეულ მათგანს განვიხილავთ.

„ამჟამად ორი რამის თქმა შემიძლია – იგუაინი იტალიაში აღარ ითამაშებს და გონსალო ბოკა ხუნიორსში თამაშს არ აპირებს. ის რივერში გაიზარდა და მათ წინააღმდეგ არასოდეს არ ითამაშებს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.