Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აგენტი:“ ინსინიე იუვენტუსთან მატჩს გამოტოვებს“

ლორენცო ინსინიეს აგენტმა ფეხბურთელის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიელი ფეხბურთელი ნაპოლის იუვესთან მატჩში ვერ დაეხმარება.

პარტენოპეის შემტევმა ტრავმა ჯენოასთან შეხვედრის დროს მიიღო და გატუზოს 22-ე წუთზე მისი შეცვლა მოუწია.

„ჯერჯერობით ლორენცოს ტრავმაზე ახალი არაფერია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად მინიმუმ 48 საათია საჭირო და მას გამოკვლევა ხვალ ჩაუტარდება.

„თუ რაიმე სერიოზული ტრავმა არ აღმოჩნდა, ლორენცო მოედანს 20 დღეში დაუბრუნდება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ინსინიე იუვენტუსთან მატჩს და ნაკრების თამაშებს გამოტოვებს.

„ის ძალიან გაბრაზებულია, რადგან ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ტრავმის მიღება ყველაზე ნაკლებად სურდა.“

ნაპოლი იუვენტუსს Aliianz Stadium-ზე 4 ოქტომბერს დაუპირისპირდება.