Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტაროს აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა

ბოლო საათებში ბრიტანულ მედიაში ლაუტარო მარტინესის ტოტენჰემში შესაძლო ტრანსფერის შესახებ არაერთმა წყარომ დაწერა, თუმცა ფეხბურთელის აგენტის თქმით, არგენტინელი ფეხბურთელი გუნდის დატოვებას არ აპირებს.

„ლაუტარო ინტერის ფეხბურთელია და ის გუნდში თავს შესანიშნავად გრძნობს, ამიტომ ნერაძურის დატოვებისთვის ბრძოლას ნამდვილად არ აპირებს, მისი გადაწყვეტილება ინტერში დარჩენაა და ამას ვერაფერი შეცვლის.“