Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აგენტი:“ ლუკაკუ ინტერში ბედნიერია“

რომელუ ლუკაკუს და ჟოაო მარიოს აგენტმა ფედერიკო პასტორელომ თავისი კლიენტების მომავალზე ისაუბრა.

ის ცოტა ხნის წინ მილანში ინტერის სათაო ოფისს ეწვია.

„მე აქ ჟოაო მარიოს გამო ვარ, ჩვენ ვცდილობთ, რომ მისი სპორტინგში ტრანსფერი დავხუროთ.

„მისით სპორტინგის გარდა რამდენიმე სხვა გუნდის ინტერესდება და მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება. ჩემი მიზანი მისი სურვილის დაკმაყოფილებაადა მას სპორტინგში დარჩენა სურს.

„ლუკაკუ ? აქ სათქმელი არაფერია. რომელუ ინტერში თავს შესანიშნავად გრძნობს, ბედნიერია და წასვლას არც კი განიხილავს.“