Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აგენტი:“ ლუკაკუ მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია“

რომელუ ლუკაკუს აგენტის, ფედერიკო პასტორელოს აზრით, ბელგიელი მსოფლიოში საუკეთესო შემტევია.

„მისი იტალიაში გადასვლა კარგი არჩევანი და საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ინტერი დიდი ოჯახია, გულშემატკივრებს კი რომელუ ძალიან უყვართ. ის თანამედროვე სტილის მოთამაშე და მგრძნობიარე პიროვნებაა.

„მან უნდა იგრძნოს, რომ გუნდს ის უყვარს და სჭირდება. როდესაც ის ხედავს, რომ მის გარშემო ყველა მონდომებულია, ის უკეთესად იწყებს თამაშს და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენებას.

„ხარისხის, მენტალობის და მონდომების კუთხით, ის ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია.“

ლუკაკუმ სეზონი შესანიშნავად დაიწყო და 5 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.