Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აგენტი:“ მანჯუკიჩს იუვენტუსზე საუბარი არ სურს“

მარიო მანჯუკიჩის აგენტის, ივან ცვეტკოვიჩის თქმით, იუვეს ყოფილ შემტევს იუვედან წასვლის მიზეზებზე საუბარი არ სურს.

მანჯუკიჩმა იუვესთან კონტრაქტი ერთი წლის წინ გაწყვიტა და ალ-დუჰაილს შეუერთდა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ის კვლავ თავისუფალი აგენტი გახდა და ახლა უგუნდოდ არის დარჩენილი.

„იუვენტუსზე ვერაფერს ვიტყვი, მარიოს ამ თემაზე საუბარი არ სურს და ვფიქრობ, რომ ის სწორად იქცევა. მას იუვედან წასვლის შემდეგ არც ერთი ინტერვიუ არ მიუცია და იმაზე საუბარი, თუ რა მოხდა გუნდში, არ სურს.

„ის იუვენტუსის გულშემატკივრებიდან დადებით მესიჯებს ახლაც იღებს და ამით ძალიან ბედნიერია, მას იუვე ძალიან უყვარს.

„ახლა მარიო ზაგრებში ვარჯიშობს და სწორ შემოთავაზებას ელოდება. მან რამდენიმე გუნდი უარით გაისტუმრა, რადგან მათ პროექტში დარწმუნებული არ იყ. არ მგონია, რომ ის იტალიაში დაბრუნდეს, ჩემი აზრით მანჯუკიჩი პრემიერ ლიგისთვის არის დაბადებული.“