Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აგენტი:“ მორატას მხოლოდ იუვენტუსში გადასვლა სურდა“

ალვარო მორატას აგენტის თქმით, ესპანელი ფორვარდის გაფორმება იუვენტუსის გარდა სხვა გუნდებსაც სურთად, მათ შორის მილანს და ნაპოლის, თუმცა ალვაროს იუვენტუსში დაბრუნება უნდოდა.

„მორატა იუვენტუსის პირველი არჩევანი იყო და თავის მხრივ, ალვაროსაც ტურინში სურდა დაბრუნება.

„პრობლემა თავიდან იმაში მდგომარეობდა, რომ ატლეტიკო იჯარაზე თანახმა არ იყო და მის სანაცვლოდ თანხის მიღება მაშინვე უნდოდა და იჯარას არ განიხილავდნენ.

„სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ კი სხვადასხვა გარემოების გამო ატლეტიკოს ლუის სუარესის გაფორმების შანსი გაუჩნდა, რის შემდეგაც ისინი მორატას იჯარით გაშვებას დათანხმდნენ.

„ანდრეა ანიელის და პარატიჩის ღვაწლი მორატას ტურინში დაბრუნებაზე შეუფასებელია. ორივე მათგანი ძალიან მონდომებული იყო, ზუსტად ისე, როგორც 2014 წელს.

„ალვაროს გაფორმება სხვა იტალიურ გუნდებსაც სურდათ, გამორჩეულად კი ნაპოლი და მილანი აქტიურობდა, მაგრამ მორატამ ტურინული გრანდი აირჩია.

„სეზონის ბოლოს იუვე მას გამოისყიდის, ამაში დარწმუნებული ვარ. ატლეტიკოს სუარესი ჰყავს, იუვენტუსს კი მორატა და ყველანი კმაყოფილები არიან.“