Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აგენტი:“ ნაპოლი ბოგას გაფორმებას ცდილობდა“

ჯერემი ბოგას  აგენტმა და ძმამ, დანიელ ბოგამ აღიარა, რომ ნაპოლი ჯერემი ბოგას შეძენას ცდილობდა და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში ის პარტენოპეის რიგებში ვიხილოთ.

„სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და  ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს. ახლა ჯერემი სასუოლოზეა კონცენტრირებული.

„ნაპოლის დირექტორს რამდენიმე კვირის წინ ვესაუბრე. მათ ბოგას სანაცვლოდ სასუოლოს კონკრეტული წინადადებით მიმართეს, თუმცა გუნდმა მეტი თანხა მოითხოვა და ტრანსფერი არ შედგა.

„ბოგას ნაპოლისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ის, რომ ჯერემიმ ნეაპოლში გადასვლა ვერ მოახერხა, სასუოლოს დამსახურებაა, რადგან მათ თანხის დაკლება არ სურთ.

„მომავალში ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით.”