Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აგენტი:“ ჟორჟინიოს იუვენტუსში გადასვლა რეალური იყო“

ჟორჟინიოს აგენტის თქმით, ბიანკონერიში მაურიციო სარის დარჩენის შემთხვევაში, მისი კლიენტის ტურინში გადაბარგება რეალური იყო.

„სარის იუვეში ყოფნის პერიოდში ბიანკონერის ჟორჟინიოს გაფორმება მართლაც სურდა. მათ ჩელსის ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზეს და მზად იყვნენ, ჩემი კლიენტის სანაცვლოდ ჩელსისთვის მირალემ პიანიჩი დაეთმოთ, რაზეც ლონდონელებმა უარი განაცხადეს, თუმცა ჟორჟინიოს სარისთან მუშაობა სურდა და გუნდები შეთანხმებას ალბათ მიაღწევდნენ.

„ახლა ის ნაკრებზეა კონცენტრირებული, ჩვენ მომავალზე ჯერჯერობით არ გვისაუბრია, თუმცა დიდი ალბათობით ის ჩელსიში დარჩება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.