Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აგენტი:“ ტონალის მილანში თამაში ნებისმიერ ფასად სურდა“

სანდრო ტონალის აგენტის, ბეპე ბოცოს თქმით, მის კლიენტს იუვენტუსის და ინტერის ინტერესის მიუხედავად, მილანში თამაში სურდა.

„მისი პირველი თვეები მილანში პოზიტიური გამოდგა. სიმართლე რომ გითხრათ, გარკვეულ პრობლემებს ველოდებოდი, რადგან ბრეშადან მილანში გადასვლა ასეთ ასაკში ადვილი არ არის, თუმცა სანდრომ ყველაფერი მოედანზე დაამტკიცა.

„იუვენტუსი და ინტერი მის გაფორმებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ მილანმა დროული და სწორი ნაბიჯები გადადგა.

„მისი მომავალი ? მე სანდროს 5-6 წელიწადშიც მილანში ვხედავ, ის იმ დროისთვის გუნდის ლიდერი იქნება როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში.

„სანდროს მორალური და ტექნიკური კუთხით ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ როსონერის ლიდერი გახდეს. მილანი სანდროსთვის ბავშვობიდან საყვარელი გუნდია და ეს საქმეს ამარტივებს.“