Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აგენტი:“ ძანიოლო ყველა ტოპ გუნდს სურდა“

ნიკოლო ძანიოლოს აგენტის, კლაუდიო ვიგორელის მტკიცებით, ძანიოლოს გაოფრმებას ევროპის თითქმის ყველა გრანდი ცდილობდა.

„ძანიოლოს შეძენა ყველას სურდა, თუმცა ტრავმამ, პანდემიამ და გუნდის ახალმა მფლობელებმა სიტუაცია შეცვალა.

„ნიკოლომ ბოლო პერიოდში ორი ურთულესი ტრავმა გადაიტანა, თუმცა ის ძლიერი პიროვნებაა და ბევრს მუშაობს, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის დაბრუნება მოახერხოს.

„დენ ფრიდკინმა ნათლად დაგვანახა, რომ ძანიოლო რომას პროექტის მთავარი ფიგურა იქნება, რაც ჩვენ სიამაყის საშუალებას გვაძლევს.

„ის ახლა რომაში თავს ბედნიერად გრძნობს, თუმცა არც მან და არც სხვა ფეხბურთელმა არ იცის, რას უმზადებს მომავალი…“