Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

აგენტი:“ ჰაკიმი ინტერის ისტორიის ნაწილი გახდება“

აშრაფ ჰაკიმი დარწმუნებულია, რომ მისი აგენტი გუნდის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა.

„ჰაკიმი ინტერში ყოფნის გამო ძალიან ბედნიერია. მან ძალიან ბევრი იშრომა იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე ეთამაშა და ინტერში მისი ტრანსფერი ამ შრომის შედეგია.

„ის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს და ვხედავ, მეტს ვერც ვინატრებდით.

„ის კონტეს გუნდს უკვე ძალიან კარგად შეეწყო და ინტერის სამყაროში ამაყად შეაბიჯა.

„ჰაკიმი ძალიან მალე თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო გახდება და დარწმუნებული ვარ, რომ ის ინტერის ისტორიაში შევა.“