Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აგენტი:“ ჰაკიმი ინტერს კონტეს გამო შუერთდა“

აშრაფ ჰაკიმის აგენტმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ლაუტარო მარტინესის ინტერესების დამცველიც გახდა, საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ლაუტაროს კონტრაქტი ? ის ახლა მთლიანად სეზონის წარმატებულად დასრულებაზეა კონცენტრირებული და სკუდეტოს მოგებაზე ფიქრობს.

„ჩვენ სეზონის ბოლოს გუნდთან აუცილებლად გავსიაუბრებთ, რადგან მსოფლიოში ძალიან უცნაური სიტუაცია სუფევს. ჩვენს შორის ურთიერთობა შესანიშნავია, ლაუტაროს კი ძალიან წარმატებული სეზონი აქვს. ინტერი ლაუტაროს განვითარებაში ძალიან დაეხმარა და ლუკაკუსთან ერთად მათ ევროპის საუკეთესო დუეტი შექმნეს. ახლა მომავალზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ის ინტერში ბედნიერია.

„ჰაკიმი ? მისი მომავალი ინტერშია. აშრაფის გაფორმება არაერთ გუნდს სურდა, თუმცა მან კონტეს გამო ნერაძური აირჩია, მწვრთნელი, რომელსაც ნებისმიერი ფეხბურთელისგან პოტენციის მაქსიმუმის მიღება შეუძლია.“