Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აგენტი:“ ჰაკიმი შესაძლოა ინტერი დატოვოს“

ჰაკიმის და ლაუტაროს აგენტის ალეხანდრო კამაროს თქმით, ლაუტარო მარტინესი ინტერში დარჩება, თუმცა აშრაფმა შესაძლოა ნერაძური დატოვოს.

ინტერი ჰაკიმის ტრანსფერზე ჩელსისთან და პსჟ-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი გუნდი ნერაძურის მოთხოვნილი 80 მილიონის გადახდას არ აპირებს.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ლაუტარო მარტინესის შესაძლო გაყიდვა ამ ეტაპზე არც კი განიხილება.

„ერთადერთი, ვინც შესაძლოა ინტერი დატოვოს, ეს ჰაკიმი გახლავთ, მაგრამ რაიმე კონკრეტულზე საუბარი ამ ეტაპზე ძალიან ადრეა და სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ყველაფერი უფრო უკეთ გამოჩნდება.“