Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აგენტმა იუვენტუსის ინტერესი ლოკატელის მიმართ დაადასტურა

მანუელ ლოკატელის აგენტმა დაადასტურა, რომ იუვენტუსს ფეხბურთელის გაფორმება გასულ ზაფხულსაც სურდა და მისი იუვეში გადასვლა სეზონის ბოლოს არ გამორიცხა.

„მანუელს პირლოს სურათი საკუთარ ოთახში ჰქონდა ჩამოკიდებული და მისთვის დღეს ანდრეას გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან მნიშვნელოვანია.

„იუვენტუსს მისი გაფორმება ზაფხულში სურდა, თუმცა გუნდებმა შეთანხმება ვერ მოახერხეს, ასეთი რამ ხდება ხოლმე.

„მანუელი სასუოლოში თავს კარგად გრძნობს. ბედნიერი ვარ, რომ მან იტალიის ნაკრებში ადგილის მოპოვება მოახერხა. მისი იუვეში ტრანსფერი გამორიცხული არ არის და შესაძლოა ეს მომავალ ზაფხულს მოხდეს.

„სასუოლოსთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, გუნდი ძალიან ამბიციურია, მაგრამ რა მოხდება არავინ იცის. თუ შესაბამისი წინადადება შემოვა, შეთანხმების მიღწევა ყველასთვის მომგებიანი იქნება, თუმცა სასუოლოს მადლიერი ყოველთვის ვიქნებით.

„მილანში დაბრუნება ? ლოკატელი მილანის მადლიერია, თუმცა ჩემი აზრით მას სხვა გამოწვევები სურს, იტალიაში ან მის საზღვრებს გარეთ. მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა და იმედი მაქვს, რომ ზაფხულში ისიც და სასუოლოც კარგ საჩუქარს მიიღებენ.“

გათიშვა