Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აგენტმა კეიტა ბალდეს მიმართ ინტერის ინტერესი დაადასტურა

რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნერაძური მონაკოდან კეიტა ბალდეს დაბრუნებით ინტერესდებოდა, რაც მისმა აგენტმაც დაადასტურა.

ფეხბურთელის აგენტი დღეს ინტერის სათაო ოფისში იმყოფებოდა, რომლის დატოვების შემდეგაც მან კომენტარი გააკეთა.

„მე აქ კეიტას გამო ვარ. ჩვენ მის ინტერში შესაძლო დაბრუნებას განვიხილავთ, რადგან სიმონემ მისი შესაძლებლობები კარგად იცის, მაგრამ მისი ტრანსფერი გარკვეულ ფაქტორებზეა დამოკიდებული, მათ შორის ის, თუ ვინ დატოვებს ნერაძურის რიგებს…“