Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აგენტმა სპინაცოლას სიტუაციაზე ისაუბრა

რომას და იტალიის ნაკრების უკანახაზელი ლეონარდო სპინაცოლა აქილევსის მყესის ტრავმის და ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს განაგრძობს და ის მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს არის.

სპინაცოლას სიტუაციაზე კომენტარი მისმა აგენტმა დავიდე ლიპიმ გააკეთა.

„ის ნამდვილი ლომია, სპინა თავს კარგად გრძნობს და ბოლო 3-4 თვის განმავლობაში წარმოუდგენელი ენთუზიაზმით და ტემპით მუშაობს.

„ამის მიუხედავად, აჩქარებას არ ვაპირებთ. ყველაფერი კარგად მიდის და ლეონარდო პოზიტიურად არის განწყობილი, მისი ნება რომ იყოს, ის მოედანზე ხვალვე გავიდოდა.

„რეალობა კი ასეთია, მას გარკვეული დრო ჯერ კიდევ სჭირდება. უახლოეს პერიოდში ის კიდევ ერთ კონსულტაციას გაივლის და სავარაუდოდ მოედანზე 4-6 კვირაში დაბრუნდება.“