Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აგრესტიმ იუვენტუსის სატრანსფერო საქმიანობაზე ისაუბრა

Goal-ის ჟურნალისტმა და იუვენტუსის ცნობილმა გულშემატკივარმა რომეო აგრესტიმ გუნდის სატრანსფერო სიახლეებზე ისაუბრა.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსისთვის ამ ეტაპზე მთავარი სატრანსფერო სამიზნე სასუოლოს მანუელ ლოკატელია. მისი თქმით, ბიანკონერის სასუოლოსთვის წინადადება უკვე გამზადებული აქვს და იტალიელის ტრანსფერში ფრაბოტა-ფაჯიოლის ჩართვას გეგმავს.

აგრესტის ცნობით, ჯიჯი ბუფონის იუვენტუსიდან წასვლის შანსი სეზონის ბოლოს ძალიან მაღალია და ყველაფერი უახლოეს კვირეებში გაირკვევა.

მისი თქმით, რომანიოლი – ბერნარდესკის ბარტერი, რომელიც ყველა მხარეს დააკამყოფილებს, კვლავ შესაძლებელია.

იუვენტუსიდან შესნის წასვლა კი კორონა ვირუსის გამო არსებული კრიზისის ფონზე რთული წარმოსადგენია, კინის იუვენტუსში დაბრუნება კი როგორც ფინანსური, ასევე სპორტული თვალსაზრისით ძალიან რთული იქნება და ნაკლებად მოსალოდნელია.