Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აგრესტი:“ გამორიცხული არ არის, რომ იუვენტუსმა დე ლიხტი გაყიდოს“

დღეს იუვენტუსის ხელმძღვანელობა პოლ პოგბას წარმომადგენელს შეხვდა, რომელზეც მხარეებმა ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტი საბოლოოდ შეათანხმეს, თუმცა პოლის გარდა მათი განხილვის ერთ-ერთი თემა მატაის დე ლიხტიც იყო.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსმა თავისი პოზიცია დააფიქსირა, რომ ნიდერლანდელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, ახლა კი დე ლიხტის მოლოდინშია და თუ ფეხბურთელისგან დადებითი პასუხი არ მიიღო, მისი გუნდიდან წასვლა მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გამორიცხული არ არის.

დე ლიხტს მსურველები პრემიერ ლიგაში მრავლად ჰყავს, თუმცა ჯერჯერობით იუვენტუსს არც ერთი ოფიციალური წინადადება არ მიუღია…