Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აგრესტი:“ იუვენტუსის პრიორიტეტი არა ტორესი, არამედ ბრემერია“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და იუვენტუსის ინსაიდერმა რომეო აგრესტიმ ბიანკონერის რიგებში მატაის დე ლიხტის პოტენციური შემცვლელების შესახებ ისაუბრა.

„იუვენტუსის ინტერესი პაუ ტორესის მიმართ მართლაც არსებობს, მაგრამ ის ბიანკონერის პრიორიტეტული სამიზნე არ არის.

„დე ლიხტის წასვლის შემთხვევაში, რაც ჯერ გადაწყვეტილი არ არის, იუვენტუსს მისი შეცვლა გლეისონ ბრემერის ტრანსფერით სურს, რომლის სანაცვლოდაც ტორინოს 40 მილიონი ევროს მიღება უნდა.

„მართალია ინტერი ჯერ კიდევ ფავორიტია, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტით თქმა, რომ ის ნერაძურის რიგებში ითამაშებს, არ შეიძლება.“