აგუერო ინტერში?

მანჩესტერ სიტის რომ შკრინიარის შეძენა უნდა,ეს ახალი არავისთვისაა და გავრცელდა ინფორმაცია,რომ ინტერმა შესაძლოა მის ტრანსფერში სერხიო აგუეროს ჩართვა მოითხოვოს.

Calciomercato-ს მტკიცებით,მილან შკრინიარის დამატება მადრიდის რეალს,ბარსელონას და მანჩესტერ სიტის სურთ,თუმცა თუ ქალაქელები აგუეროს გაშვებას დასთანხმდებიამ,მაშინ ფავორიტები სწორედ ისინი არიან.

გუარდიოლას დაცვის ხაზის გადახალისება უნდა.ვინსენტ კომპანის დაკარგვის შემდეგ და ჯონ სტოუნსის ხშირი ტრავმიანობის გამო,პეპმა მცველის დამატება უკვე მოითხოვა.

თუმცა,არის თუ არა მზად ლეგენდარული ტრენერი თავისი ფავორიტი შემტევის გასაშვებად,რთული სათქმელია.აგუერომ მიმდინარე სეზონში 16 გოლი გაიტანა და გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

რა თქმა უნდა,ეს ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება რეალური,თუ ბარსელონა ლაუტარო მარტინესის გამოსასყიდი 111 მილიონი ევროს გადახდას მოახერხებს.

ფეხბურთელმა უკვე თავად აღნიშნა,რომ კარიერის დასრულება არგენტინაში უნდა,რაც მის სიტიდან წასვლას არ გამორიცხავს.

Leave a Reply

Your email address will not be published.