Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ადანი:“ ალეგრის ეპოქა იუვენტუსში დასრულდა“

ყოფილი იტალიელი ფეხბურთელის და ჟურნალისტის დანიელე ადანის აზრით, მაქს ალეგრის იუვენტუსიდან გაშვება მხოლოდ დროის საკითხია.

„მონცას არ ჰყავს არც ერთი ფეხბურთელი, რომელიც სატრანსფერო ფასით იუვენტუსის რომელიმე მოთამაშეს გაუსწორდებოდა. ტურინში უკვე თითქმის 2 წელია, რაც წარუმატებლობას ტრავმირებულებს აბრალებენ, თუმცა მათი ლაზარეთი ცარიელდება, შედეგები კი არ ჩანს.

„იუვენტუსმა წააგო ემპოლისთან, სასუოლოსთან, ვერონასთან, მონცასთან, მაკკაბისთან, ვილიარეალთან, ბენფიკასთან და ჯენოასთანაც კი, რომელიც შემდეგ სერია ბ-ში გავარდა.

„იუვენტუსს არ ეტყობა, რომ გუნდი მატჩებისთვის მზად არის. ვფიქრობ, რომ ალეგრის ეპოქა ტურინში დასრულებულია და მისი გაშვება მხოლოდ დროის საკითხია.“