Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ადვოკატი:“ პასუხი თუ ვინმემ უნდა აგოს, ეს ლუკაკუა”

ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა ლუკაკუ – იბრაჰიმოვიჩის ინციდენტზე ისაუბრა.

„ეს საქმე ჩიხში შევა და დასრულდება. აბსურდია იმის ფიქრი, რომ იბრაჰიმოვიჩი რასისტია. ის გეტოში გაიზარდა. ლუკაკუს არ ვიცნობ, თუმცა თეორიულად გარკვეული ფრაზების გამო პასუხი სწორედ მან უნდა აგოს. იბრაჰიმოვიჩმა არც კი იცის, რაში ადანაშაულებენ.

„ვუდუს ისტორია ევერტონის პრეზიდენტმა თქვა, როდესაც ლუკაკუმ ევერტონთან კონტრქტის გახანგრძლივება არ ისურვა. ვირი კი ფეხბურთის სამყაროში ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელის შესაძლებლობები შეზღუდულია.

„რა იქნება საბოლოო ვერდიქტი ? ამ თემაზე ხმაური მედიაში ექომ გამოიწვია, ჩემი აზრით, არც ერთი მხრიდან არანაირი სანქციები არ იქნება. თუმცა, მილანმა უკვე დაამტკიცა, რომ მათ იბრას გარეშეც შეუძლიათ უმაღლეს დონეზე თამაში, ინტერს კი ლუკაკუს გარეშე ბევრი ქულა აქვს დაკარგული.“