Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ადიდასს იუვენტუსში მესი-რონალდუს დუეტის ხილვა სურს

ლეო მესის ბარსელონადან წასვლის შანსი დღითი დღე იზრდება და ლეგენდარულ არგენტინელს პსჟ-ს, ინტერს და მანჩესტერ სიტის უკავშირებენ, თუმცა მესის სახელს ბოლო დღეებში იუვენტუსიც დაუკავშირეს.

Caughtoffside-მ ცოტა ხნის წინ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ადიდასი, რომელიც იუვენტუსის ერთ-ერთი სპონსორია, ბებერი ქალბატონის რიგებში მესი-რონალდუს დუეტს დიდი სიამოვნებით იხილავდა. რა თქმა უნდა, ეს ჯერჯერობით მხოლოდ იდეაა და ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რადგან მსოფლიოს ორი საუკეთესო ვარსკვლავისთვის ხელფასის გადახდა მარტივი არავისთვის არ იქნება, თუმცა თუ ბარსელონა მესის გუნდიდან უფასოდ გაუშვებს, ადიდასი მზად არის, რომ იუვენტუსს მესის ხელფასის გადახდაში დაეხმაროს.

რა თქმა უნდა, მესი-რონალდუს ერთად ხილვა რთული წარმოსადგენია, თუმცა ფეხბურთის მოყვარულებისთვის სპორტის ისტორიაში ორი უდიდესი ფეხბურთელის ხილვა ერთ გუნდში სასიამოვნო იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.