Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ადლი:“ მილანის რიგებში თამაშს მოუთმენლად ველოდები“

მილანის საკუთრებაში მყოფმი იასინ ადლის თქმით, რომელიც იჯარის წესით ბორდოში ასპარეზობს, მას ერთი სული აქვს, როდის ითამაშებს როსონერის მაისურით.

21 წლის ფეხბურთელი მილანმა ბორდოდან 9 მილიონის სანაცვლოდ ზაფხულში გაიფორმა, თუმცა ერთი სეზონით საფრანეთში იჯარის წესით დატოვა.

„როდესაც შენ ისეთი გუნდი გიფორმებს, როგორც მილანია, შენ მათ რიგებში თამაში დაუყოვნებლივ გსურს. მე მილანში გადასვლა მაშნვე მსურდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ერთი სეზონი მომზადებაში გამომადგება.

„მინდა ბორდოს მადლობა მოედანზე საუკეთესო თამაშით გადავუხადო. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის რიგებში თამაშის საშუალება მექნება.“