Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აიაქსის უარი მილანს…

ბოლო საათებში აიაქსის კაპიტნის დუშან ტადიჩის სახელი მილანს არაერთხელ დაუკავშირეს და იმასაც კი ამბობდნენ, რომ ფეხბურთელმა მილანს ტრანსფერზე თანხმობა განუცხადა, თუმცა 32 წლის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი აიაქსის სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა გამორიცხა.

„ტადიჩი მინიმუმ ერთი სეზონი აიაქსს არ დატოვებს, ჩვენ 3 წლის წინ ძალიან მნიშვნელოვანი თავგადასავალი დავიწყეთ და დუშანი ზედმეტად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ამიტომ მის გაყიდვას არ ვაპირებთ.“ – განუცხადა ოვერმარსმა გამოცემა Telegraaf-ს.

მილანს შემტევი ნახევარმცველის ძიება სხვაგან მოუწევს და მათ სიაში რეალის ისკოს სახით ახალი სახელი გაჩნდა.