Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აიაქსი და ვულვზი ერიქსენისთვის იბრძოლებენ

ინტერი კრისტიან ერიქსენის გაყიდვას ყველა ხერხით ცდილობს და როგორც ჩანს, მათ დანიელი ფეხბურთელის გაშვება არ გაუჭირდებათ.

ტოტენჰემის ყოფილი ვარსკვლავი ნერაძურის 12 თვის წინ შეუერთდა, თუმცა ანტონიო კონტეს სისტემაში თავისი პოტენციალის გამოვლენა ვერ მოახერხა და მისი გუნდიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, არსენალს, ატლეტიკოს და რეალს ერიქსენის ახალგაზრდობის გუნდი აიაქსი და ვულვზი შეუერთდნენ და ორივე გუნდმა ფეხბურთელის აგენტთან პირველი მოლაპარაკებები უკვე გამართეს.

ინტერს ჯერჯერობით არც ერთი გუნდისგან კონკრეტული წინადადება არ მიუღია, თუმცა ნერაძური მის სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს ითხოვს.