Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აიაქსმა დაადასტურა, ინტერის სამიზნე თავისუფალი აგენტი ხდება

აიაქსის დირექტორმა დაადასტურა, რომ ინტერის სატრანსფერო სამიზნე ანდრე ონანა, რომელიც სამირ ჰანდანოვიჩის შემცვლელად მოიაზრება, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

ნიდერლანდელები 25 წლის კარის დარაჯთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ცდილობდნენ, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა როგორც ჩანს შეთანხმება ვერ მოხერხდა და ბენეამატას მისი დამატება უფასოდ შეეძლება.

„ჩვენ ონანასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აღარ ვმუშაობთ. ჩვენ უკვე ვცადეთ და არაფერი გამოვიდა, ჩვენ მისი გაყიდვა ზაფხულში ვცადეთ, თუმცა ამის გაკეთებაც არ მოხერხდა და ის გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.“