Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აინტრახტის დირექტორმა ინტერის სამიზნეზე ისაუბრა

აინტრახტის  დირექტორმა მარკუს კროშემ გერმანულ Bild-თან საუბრისას ინტერის სატრანსფერო სამიზნის ფილიპ კოსტიჩის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ნერაძური ივან პერიშიჩის შემცვლელად მოიაზრებს.

„ჩვენ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვას, რომელთა რიგებს კოსტიჩი მიეკუთვნება, არ ვაპირებთ.  წინ სეზონის დაძაბული მეორე ნახევარი გველოდება და ჩვენი მიზნების მისაღწევად უკეთ თამაში მოგვიწევს, ამიტომ გუნდის ლიდერების გაშვება ზამთარში ჩვენს გეგმებში არ შედის, ზაფხულშ კი ჩვენ გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ.“