Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აინტრახტის პირველი წინადადება მილანს…

მილანი და ფრანკფურტი იენს პეტერ ჰაუგეს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ და ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გერმანელებმა როსონერის პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართეს.

წყაროს ინფორმაციით, გერმანელებმა ახალგაზრდა ნორვეგიელის სანაცვლოდ მილანს 7-8 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ მილანს ფეხბურთელის გაყიდვით დაახლოებით 15 მილიონი ევროს მიღება სურს.

მხარეებს შორის კონტაქტი გრძელდება, თუმცა აინტრახტი ჰაუგეს გაფორმებით დაინტერესებული ერთადერთი გუნდი არ არის და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ 21 წლის ფეხბურთელი მილანს მიმდინარე სატრანსერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.