Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აიჰანი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, სასუოლომ და გალათასარაიმ კაან აიჰანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

28 წლის ფეხბურთელი გალათასარაის 6-თვიანი იჯარით შეუერთდება, რის სანაცვლოდაც ნეროვერდი 500,000 ევროს მიიღებს, მისი შემდგომში 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის ვალდებულებით.